გაწევ-გამოწევა საკრებულოში: "ოცნების" დეპუტატმა "ნაციონალების" დეპუტატს ბოთლი ესროლა
20:32 / 24-02-2017
დაპირისპირება ირაკლი ნადირაძის განცხადებას მოჰყვა. "რომ ამბობთ, სასამართლოს მიმართეთ სიმართლის გასარკვევად, ვის მივმართოთ ნატავ, ნაზღაიძეს?", - ამ კითხვით მიმართა საკრებულოს უმცირესობის დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ უმრავლესობის წარმომადგენლებს მას შემდეგ, რაც იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს ურჩია, საკითხის გასარკვევად სასამართლოსთვის მიემართათ.