loader

"ის არა მარტო დიდი დიპლომატი, არამედ ძალიან მგრძნობიარე ადამიანი იყო" - ალასანია ჩურკინთან პირად ურთიერთობებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ის არა მარტო დიდი დიპლომატი, არამედ ძალიან მგრძნობიარე ადამიანი იყო" - ალასანია ჩურკინთან პირად ურთიერთობებზე

ირაკლი ალასანიამ, რომელიც გაეროში საქართველოს წარმომადგენლად 2006-2008 წლებში მუშაობდა, რუსულ ტელეარხ "დოჟდს" ინტერვიუ მისცა, სადაც გაეროში რუსეთის წარმომადგენელზე, ახლახანს გარდაცვლილ ვიტალი ჩურკინზე ისაუბრა:

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყავით, ვხედავდი, რომ ის ძალიან წუხდა იმ პრობლემების გამო, რაც ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არსებობდა... მე მასში არა მარტო მოწინააღმდეგეს, არამედ ადამიანს ვხედავდი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, როგორ შეიძლება ამ ვითარებიდან გამოსავალის მოძებნა. ის ცდილობდა, რომ ეს ურთიერთობები არ გამოსულიყო მშვიდობიანი ჩარჩოებიდან. ჩვენ საკუთარი სახელმწიფოების ინტერესებს ვიცავდით, მაგრამ ვცდილობდით ურთიერთობების გაჯანსაღებას და ვმეგობრობიდით კიდეც. ჩვენ ოჯახებითაც ვურთიერთობდით.
საქართველოს ჰქონდა მართალი პოზიცია, რომელსაც მე ვიცავდი, მაგრამ ამავდროულად მესმოდა, რომ ის ასრულებდა მოსკოვიდან მოსულ ინსტრუქციებს. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია საუბრები ომის შემდეგაც. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა პუტინის მხრიდან ძალიან დიდი შეცდომა იყო. ჩვენ ორივეს გჯეროდა, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს აქვს მომავალი. დღესაც მჯერა ამის, რომ შეგვიძლია ურთიერთობების დალაგება, ოღონდ ამისთვის უნდა გავაცნობიეროთ დაშვებული შეცდომები. ის ისმენდა ჩემს არგუმენტებს ისევე, როგორც მე. და რა მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო რუსეთის მხარის წარმომადგენლის არგუმენტების მოსმენა, ქვეყნის, რომელიც აგრესიულ ომს აწარმოებდა ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაინც ვუსმენდი. შემდეგ კი ჩვენ განვიხილავდით, რა უნდა გაკეთდეს ამ ურთიერთობების დარეგულირებისთვის. ჩვენ საკუთარ მოსაზრებებს ვაგზავნიდით თბილისსა და მოსკოვში, მაგრამ სიტუაცია ისე იყო დაძაბული, რომ ჩვენმა მოსაზრებებმა ვეღარაფერი უშველა..."

ბოლოს ალასანია მწუხარებას გამოთქვამს ჩურკინის გარდაცვალების გამო.