loader

მოგლეჯილი სახურავი და დაზიანებული 10 ავტომანქანა - ძლიერი ქარის შედეგი საგარეჯოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოგლეჯილი სახურავი და დაზიანებული 10 ავტომანქანა - ძლიერი ქარის შედეგი საგარეჯოში

ქალაქ საგარეჯოში ძლიერმა ქარმა შენობას სახურავი გადახადა. შენობაში რამდენიმე ოფისია განთავსებული. შემთხევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგარეჯოს გამგებლის, გიორგი გზირიშვილის განცხადებით, სახურავი გზაზე გადმოვარდა და 10 ავტომანქანა დააზიანა.
გამგებელი ვერ აკონკრეტებს, რა სახით დაეხმარებიან დაზარალებულებს. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. ელოდებიან ექსპერტებსაც, რომლებიც მანქანების დაზიანების ხარისხს შეისწავლიან.