loader

"შორენასთან ნათესაური კავშირიც მაქვს" - მეუფე დიმიტრი პატრიარქის მდივანთან დაპირისპირების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შორენასთან ნათესაური კავშირიც მაქვს" - მეუფე დიმიტრი პატრიარქის მდივანთან დაპირისპირების შესახებ

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან დაპირისპირებას უარყოფს. "ეს მხოლოდ ჭორებია. ადამიანები ხანდახან გარკვეულ საკითხებზე კამათობენ. მე და შორენასაც გვქონდა მსგავსი კამათი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაპირისპირებულები ვართ ან ერთმანეთს მტრებად მოვიაზრებთ. მეტიც, შორენასთან ნათესაური კავშირიც მაქვს - ის ჩემი შვილიშვილის ნათლიაა. აქ მთავარი კითხვაა, რატომ ვერ ჩამოყალიბდა პროკურატურა საკუთარ პოზიციაში და რატომ გვესმის, რომ ხან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, ხანაც შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? შორენა თეთრუაშვილი 35 წელია პატრიარქის პირადი მდივან-რეფერენტია. კარგად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას თუ ავად, ეს მხოლოდ პატრიარქის გადასაწყვეტია" - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში.