loader

სენაკში დაკარგული ბავშვის მშობლებმა დაკავებული პირის სახლის დაწვა სცადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სენაკში დაკარგული ბავშვის მშობლებმა დაკავებული პირის სახლის დაწვა სცადეს

სენაკში დაკარგული ბავშვის ოჯახის წევრები საქმეზე დაკავებული პირის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ და შუშები ჩაამსხვრიეს. ოჯახი სახლის გადაწვით იმუქრება. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებმაც დაკარგული ბავშვის მშობელს ამის საშუალება არ მისცეს.
მანამდე ბავშვის ახლობლებმა სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მოძრაობა მალევე აღადგინეს. სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის მშობლები შვილის მკვლელობაში ერთ-ერთ ადგილობრივს ადანაშაულებენ და მის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. შსს-ის ინფორმაციით აღნიშნული პირი დაკავებულია. მას ბრალად სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა ედება. არსებული ვერსიით ბავშვი ჯართს აგროვებდა რა დროსაც მდინარეში ჩავარდა, თუმცა მშობლების მტკიცებით ის მეზობელმა მოკლა და შემდეგ მდინარეში ჩააგდო.