loader

გელა ბარკალაიას სკანდალური ვიდეო, რომელმაც თავის დროზე მაყურებელი დაშოკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გელა ბარკალაიას სკანდალური ვიდეო, რომელმაც თავის დროზე მაყურებელი დაშოკა

კომპანია "მათე მოტორსის" მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით გელა ბარკალაიას პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გელა ბარკალაია სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლითა (წამება) და 157-ე მუხლით(პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა) არის დაკავებული.

გელა ბარკალაია ერთხელ უკვე იყო დაკავებული ქრთამის მიცემი ბრალდებით, 2010 წელს. მისი დაკავება იმ დროს მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, ბიზნესმენი იმ პრივილეგირებულ ადამიანთა რიცხვში იყო, რომელსაც ბიზნესის წარმოებისთვის ყველა გზა ხსნილი ჰქონდა. წინასაარჩევნოდ, "მათე მოტორსის" წინ ბარკალაიამ ყვავილებით ხუთიანი შემოხაზა. ურთიერთობის დაძაბვის მიზეზად ბარაკალია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ჯანაშვილის ტყუილს ასახელებს. მისი თქმით, სწორედ მან მიაწოდა ვანო მერაბიშვილს არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს "მათე მოტორსმა" ნახმარი ზეთები ჩაასხა პოლიციის მანქანაში. ჯანაშვილის "ტყუილი" ბარკალიას საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაუჯდა. ციხიდან ის საპროცესო შეთანხმებით გამოუშვეს.

ვიდეოში, რომელიც myvideo.ge-ზე 2014 წლის 28 აპრილსაა ატვირთული, გელა ბარკალაია საკუთარი კომპანიის მიერ იმპორტირებულ მანქანის ზეთს რეკლამას უცნაურად უწევს: იგი მანქანის ზეთს პურსა და ხიზილალაზე ასხამს და მიირთმევს. რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ზემოხსენებული ქმედება არ უნდა გაიმეოროთ!

ასევე იხილეთ: ბიზნესმენი გელა ბარკალაია დაკავებულია - რისთვის შეეფარდა პატიმრობა და რატომ იყო დაკავებული სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი წლების წინ