loader

ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოში მივიდა - რას ითხოვს ბიზნესმენი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოში მივიდა - რას ითხოვს ბიზნესმენი?

ქიბარ ხალვაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს "რუსთავი 2"-სა და საქართველოს სახელმწიფოს შორის დავაში მესამე მხარედ ჩართვის მოთხოვნით მიმართავს. წერილობითი მოთხოვნა ბიზნესმენმა სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა, სადაც ცოტა ხნის წინ ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც მან "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, აღნიშნულ დავაზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შესაძლებელია მისი უფლებები შეილახოს და მას სურს, რომ სასამართლომ მისი პოზიციაც მოისმინოს.