loader

პირველი ქართველი, რომელიც 13 წელი კვიპროსზე ღალიის ღვთისმშობლის მონასტერს უვლიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი ქართველი, რომელიც 13 წელი კვიპროსზე ღალიის ღვთისმშობლის მონასტერს უვლიდა

ზურაბ მუხულიშვილი პირველი ქართველია, რომელიც კვიპროსზე ღალიის ღვთისმშობლის მონასტერში 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ღალიის ღვთისმშობლის მონასტერი ქართველებს მე-10 საუკუნის ბოლოს აუშენებიათ. დღეს ეს სამონასტრო კომპლექსი ქართველებისთვის მთავარი თავშეყრის ადგილია. მამა ზაქარია თითქმის 17 წელია ქართველებისთვის წირვა-ლოცვას ყოველ დღესასწაულზე აღავლენს.
ზურაბ მუხულიშვილი გვიყვება, რომ გათხრების დროს 70-მდე ბერის ნეშტი აღმოაჩინეს. ქართველებმა ყველა მათგანი ქართული წესით დაკრძალეს. იქ მცხოვრები ქართველების თავდაუზოგაზი შრომის შედეგად მზის ენერგიაზე დაამონტაჟეს სისტემა, რომელიც ღამით ღალიის ღვთისმშობლის ტაძარს ანათებს, 24 საათის განმავლობაში კი კვებავს აუდიო სისტემას გალობის მოსასმენად.


ავტორი: თიკო გურაშვილი 
ოპერატორი: გიგა დანელია
მონტაჟი: გიო კუსიანი