loader

"გოგო შესულა და თავში ჩაურტყიაო" - თელავში 75 წლის ქალის დაყაჩაღება ახალგაზრდა ქალმა სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გოგო შესულა და თავში ჩაურტყიაო" - თელავში 75 წლის ქალის დაყაჩაღება ახალგაზრდა ქალმა სცადა

თელავში 75 წლის ქალის დაყაჩაღება სცადეს. თავდამსხმელი კავთისუბანში მცხოვრები ლია კაკაბაძის სახლში შეიჭრა და მარტოხელა ქალისათვის აღებული პენსიის წართმევა განიზრახა. როგორც დაზარალებული აცხადებს, ბოროტმოქმედი ახალგაზრდა ქალი იყო და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პენსიონერს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.რადგანაც დაზარალებულმა მას წინააღმდეგობა გაუწია, თავდამსხმელი დაფრთხა და მიმალვა მოახერხა.ლია კაკაბაძეს სასწრაფო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა არ გახდა საჭირო.