loader

მოგლეჯილი ხეები და ბოძები, სახურავგადახდილი სახლები - ძლიერი ქარის შედეგი რუსთავში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოგლეჯილი ხეები და ბოძები, სახურავგადახდილი სახლები - ძლიერი ქარის შედეგი რუსთავში

ძლიერმა ქარმა რუსთავში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. მაიაკოვსკის ქუჩაზე ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ქარმა სახურავები დააზიანა კოსტავას გამზირზე, ჭავჭავაძის, ყაზბეგის, მესხიშვილის და დავით გარეჯის ქუჩებზე. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მე-11, მე-12, მე-17, მე-16, მე-17 მიკრო რაიონებისა და მე-11 მიკრო რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო დასახლებების რამდენიმე ათასი აბონენტი.

ძლიერმა ქარმა დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზები ქაშაკაშვილის ქუჩაზე, ტურგენევისა და ქუჩიშვილის ქუჩების კვეთაზე კი ელექტროგადამცემი ბოძი წააქცია.

ავტორი: მარი ვარდოშვილი