ყაჩაღობა თბილისში: ავტომობილის გამტაცებლებმა ოქროს ნივთები, ძვირადღირებული სათვალე და მაჯის საათიც გაიყოლეს
21:02 / 21-03-2017
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე,
მოქალაქე ლ.შ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, ოქროს ნივთები, ძვირადღირებული სათვალე, მაჯის საათი და ავტომობილი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული ნივთები და ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო. უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.
გამოძიება ყაჩაღობის, გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სსკ-ს 179-ე, 236-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს.