loader

სანამ ევროპაში უვიზოდ წასვლას გადაწყვეტ: ნახე ყველაზე მნიშვნელოვანი 1 წუთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სანამ ევროპაში უვიზოდ წასვლას გადაწყვეტ: ნახე ყველაზე მნიშვნელოვანი 1 წუთში

ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობა 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით შეუძლიათ. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ასევე, 4 არაწევრ ქვეყანას და 4 კანდიდატ ქვეყანას: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია.

გასათვალისწინებელია, რომ უვიზო მიმოსვლის პირობებში ნებისმიერი მოქალაქე გაივლის სასაზღვრო კონტროლს და საბოლოო გადაწყვეტილება შენგენის წევრ ქვეყანაში შესვლის თაობაზე მიღებულ იქნება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ. გამომდინარე აქედან, მიზანშეწონილია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თან იქონიონ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მათი მოგზაურობის მიზნის დასადასტურებლად გამოდგება.