loader

TCR International 2017-ის მხარდამჭერი მარათონი და ავტომობილების გამოფენა-მსვლელობა "ვარდების მოედანზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

TCR International 2017-ის მხარდამჭერი მარათონი და ავტომობილების გამოფენა-მსვლელობა "ვარდების მოედანზე"

რუსთავის ავტოდრომი 1 და 2 აპრილს რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის - TCR International-ის 2017 წლის სეზონის გახსნას უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას მსოფლიოს ცნობილ ავტომრბოლელებთან ერთად ქართველი ავტორბოლელი, შსს-ს სპორტულ კლუბ MIA FORCE-ის წევრი დათა ქაჯაიაც მიიღებს. ჩემპიონატის დაწყებამდე თბილისში, ვარდების მოედანზე მხარდამჭერი მარათონი მოეწყო და ავტომობილების გამოფენა-მსვლელობა გაიმართა. შსს-ს სპორტულ კლუბსა და TCR International-ს შორის ავტორბოლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება მიმდინარე წლის დასაწყისში გაფორმდა. საქართველო ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონი გახნასთან ერთად 2018-2019 წლების სეზონების თითო ეტაპსაც უმასპინძლებს.