რუსთავი-ვარკეთილის სამრშრუტო ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ
საპროტესტო აქცია იმართება რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე, სადაც რუსთავი-ვარკეთილის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები შეიკრიბნენ. ისინი დამქირავებელი კომპანიის, "ინტერტრანსის" მიერ დღიური მოსაკრებლის 10 ლარით გაზრდას აპროტესტებენ. ახალი რეგულაციებით მათ დღეში 70 ლარის ნაცვლად 80 ლარის გადახდა უწევთ. აქციის მონაწილეები "ინტერტრანსის" ადმინისტრაციასთან შეხვედრას მოითხოვენ. რუსთავი-ვარკეთილის მიმართულებით დღეს არც ერთი რეისი არ შესრულებულა.