loader

კადრები პარლამენტიდან, სადაც პრეზიდენტის დასახვედრად ემზადებიან - შენობაში ელოდებიან კინოლოგებსაც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები პარლამენტიდან, სადაც პრეზიდენტის დასახვედრად ემზადებიან - შენობაში ელოდებიან კინოლოგებსაც

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად ემზადებიან. მიმდინარეობს სხდომათა დარბაზის სათანადოდ მოწესრიგება. პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს დღეს, 12:00 საათზე მოისმენს. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ელოდებიან პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელ პირებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ 2-საათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც დებატების ფორმატში, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება. ბოლოს ტრიბუნას პარლამენტის თავმჯდომარე დაიკავებს, რომლის გამოსვლისთვის გათვალისწინებულია 15 წუთი.