loader

"თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით" - დებატები პარლამენტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით" - დებატები პარლამენტში

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის შემდეგ, სხდომა დებატების ფორმატში გაგრძელდა. კრიტიკული განცხადებები მმართველი გუნდიდან ძირითადად პრეზიდენტის მისამართით, ოპოზიციიდან კი - ხელისუფლების მიმართ გაკეთდა. სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით, - ამ განცხადებით პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი მარგველაშვილს უფრაქციო დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ რომ ანგარიშით გამოსვლისას აქცენტები დასაწყისშივე მცდარი , არაობიექტური გაკეთდა და პრეზიდენტს ძალიან ბევრი რამის თქმა დაავიწყდა, ან უბრალოდ არ გაიხსენა. ოპოზიციის წევრებმა კი აღნიშნეს რომ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია არა სიღარიბის დაძლევა და უმუშევრობის შემცირება, არამედბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების გახანგრძლივება.