loader

ასე გულიანად თოვს ბაზალეთზეც - ზამთარი დაბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ასე გულიანად თოვს ბაზალეთზეც - ზამთარი დაბრუნდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული და კარგად ჩანს, როგორ თოვს.
ამინდი საქართველოს მტელ ტერიტორიაზე გაფუჭდა. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში თოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 7-12 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში 12-17 გრადუსი. გაძლიერდება ქარი.
სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ყველგან წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში კი თოვლი იქნება.
ანალოგიური ამინდი შენარჩუნდება ხვალაც, თუმცა დასავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსივობა იკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში ამაღამ ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 11-12 აპრილს ამინდი შედარებით გაუმჯობესდება.