loader

ხულოში დამწვარი სახლის პატრონი გულის შეტევით გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხულოში დამწვარი სახლის პატრონი გულის შეტევით გარდაიცვალა

ხულოში, სოფელ დიოკნისში ძირკვაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ხანძრის დროს საცხოვრებელ სახლში მამაკაცი იმყოფებოდა. ის მეზობლებმა გამოიყვანეს, თუმცა მალევე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

"ძირკვაძეების საცხოვრებელი სახლი ცოტა ხნის წინ დაიწვა. საცხოვრებელ სახლში ხანძრის დროს 70 წლამდე მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც მეზობლებმა გამოიყვანეს, მაგრამ სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. ოჯახს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღება მიექცევა,"- აცხადებს ბესიკ ბაუჩაძე.