loader

რუსეთის "პირველი არხის" პროპაგანდისტული სიუჟეტი: სირიაში მომხდარი ქიმიური აფეთქების კადრები დადგმულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის "პირველი არხის" პროპაგანდისტული სიუჟეტი: სირიაში მომხდარი ქიმიური აფეთქების კადრები დადგმულია

რუსეთის "პირველი არხის" მიერ მომზადებული სიუჟეტი, რომელიც მთავარ გამოშვებაში გავიდა, ეჭვქვეშ აყენებს ცნობილ კადრებს სირიიდან, რომელიც იდლიბზე განხორციელებული ქიმიური თავდასხმის შედეგებს ასახავს. სიუჟეტში ჩაწერილი ჰყავთ უფლებადამცველები, რომლებიც აღნიშნულ კადრებს დადგმულს უწოდებენ.

"ეს არის ალიბი, რომელსაც დასავლური გეოპოლიტიკური მოთამაშეები ქმნიან. ისინი დამარცხდნენ სირიაში და ახლა ცდილობენ, დაიბრუნონ ინიციატივა", - აცხადებს სიუჟეტის ერთ-ერთი რესპონდენტი.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდეგ იგივე მესიჯი გაისმა რუსეთის ხელისუფლებისგანაც, როდესაც სირიაში, ქალაქ ჰან-შეიჰუნში ქიმიური იარაღის გამოყენების ამსახველი კადრები გავრცელდა. 5 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ხაზაროვამ განაცხადა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ამსახველი ვიდეოკადრები დადგმულია. მისი თქმით, მოსკოვს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს არის პროვოკაცია.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 აპრილს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის შედეგია ასახული. კადრებში ჩანს ტოქსიკური გაზის გამოყენების შედეგად დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანები. ბოლო მონაცემებით, სირიის პროვინცია იდლიბში გარდაცვლილთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა. ადამიანები ტოქსიკური გაზის გამოყენების შედეგად გაიგუდნენ და მოიწამლნენ, რომელთაგან 20 ბავშვია.
ნახეთ ვიდეო| "მედია მალავს ამას, აჩვენეთ ეს ვიდეო მთელ მსოფლიოს" - კადრები, რომელშიც სირიაზე ქიმიური თავდასხმის შემზარავი შედეგია ასახული

დაგრჩა კითხვები? ნახე, რა ხდება სირიაში