loader

უბნები თბილისში, სადაც ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა - რას ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უბნები თბილისში, სადაც ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა - რას ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში

ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში თბილისის გარკვეული უბნებიდან და რუსთავიდან გამოძახებებმა იმატა.

როგოც palitravideo.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად დაფიქსირდა ვარკეთილში, დიდი დიღომში, გლდანში, ნუცუბიძის პლატოზე და ასევე რუსთავში.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ძლიერმა ქარმა ძირითადად, რამდენიმე ადგილზე ხეებიდან ტოტები მოტეხა. ასევე სარეკლამო ბანერები და საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. გარდა ამისა, რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია ავტომანქანები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, დაშავებულები არ არიან.