loader

საზარელი მკვლელობა თბილისში: 4 შვილის დედა ყოფილმა ქმარმა ელექტროსადენით გაგუდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი მკვლელობა თბილისში: 4 შვილის დედა ყოფილმა ქმარმა ელექტროსადენით გაგუდა

ერთდღიანი ძებნის შემდეგ 4 შვილის დედა - მირანდა ვაჩეიშვილი მოკლული იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, მირანდა ვაჩეიშვილი ელექტროსადენით გაგუდეს. გავრცელებული ინფორმაციითვე, მკვლელი მისი ყოფილი მეუღლეა, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია და დანაშაულიც აღიარა.

მოკლულის ქალიშვილმა დედის მკვლელობის შესახებ პოლიციისგან შეიტყო. ოჯახის წევრების თქმით, მირანდა ვაჩეიშვილს ყოფილი ქმარი, რომელთანაც რამდენიმე წელია აღარ ცხოვრობდა, გამუდმებით ემუქრებოდა.