loader

ხმაური სასამართლოში, როცა ბათუმის არეულობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური სასამართლოში, როცა ბათუმის არეულობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძისთვის აღკვეთი ღონისიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. 11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიას დედის განცხადებით, მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ციცო ჩხვირკიას თქმით, მის შვილს დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია.

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარის გამო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მორიგი პროცესი 20 ივნისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ავტორი: მარიკო კეკელიძე