loader

კადრები კუს ტბის ასახვევიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ კაფე დააყაჩაღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები კუს ტბის ასახვევიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ კაფე დააყაჩაღეს

კუს ტბის ასახვევთან მდებარე კაფე "ანტრე" დააყაჩაღეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელსაც მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.
არსებული ინფორმაციით, კაფეში ერთი პირი შეიჭრა, თუმცა მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ ეტაპზე დამნაშავეების დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ავტორი: ნიკა საჯაია