loader

ვინ არის "ქირურგი" - პუტინზე შეყვარებული "ღამის მგლების" ლიდერი, ვისთვისაც დასავლური ქვეყნების კარი დახურულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის "ქირურგი" - პუტინზე შეყვარებული "ღამის მგლების" ლიდერი, ვისთვისაც დასავლური ქვეყნების კარი დახურულია

1989 წელს, მოსკოვში მოტო-კლუბი "ღამის მგლები" გაჩნდა. თავდაპირველად, 15 კაცისგან შემდგარი ჯგუფი როკ-მუსიკოსების უსაფრთხოებას იცავდა. 2007 წელს, კლუბს სათავეში ალექსანდრ ზალდოსტანოვი, იგივე "ქირურგი" ჩაუდგა. "ქირურგი" ძველი პროფესიის გამო შეარქვეს. ის ყოფილი ექიმია.

ბაიკერები, რომლებსაც ერთი შეხედვით, პოლიტიკასთან საერთო არაფერი უნდა ჰქონდეთ, ხმამაღალი განცხადებებით და რუსეთის პრეზიდენტთან ახლო მეგობრობით გამოირჩევიან. 2015 წელს "მგლებმა" სახელმწიფოსგან 54 მილიონი რუბლი მიიღეს. უკვე წლებია პუტინი კლუბს თანხას ოფიციალურად სხვადასხვა მიზეზით ურიცხავს.
2015 წელს, "ღამის მგლები" ჰიტლერზე გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვიდან ბერლინის მიმართულებით დაიძრნენ. ბერლინისკენ მიმავალი ბაიკერები პოლონეთმა საკუთარ საზღვარზე არ შეუშვა. გერმანიამ კი ვიზები გაუუქმა.
2017 წელს კი, პუტინის 50 "ღამის მგელი" საქართველომ საზღვრიდან უარით გაისტუმრა. მათ 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, პერფორმანსის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული.

ავტორი: ეკა მელიქიძე
მონტაჟი: გიო კუსიანი