loader

36 წლის ქართველი ქალი სალონიკის საავადმყოფოში მოკლეს და ცხედარი გადამალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

36 წლის ქართველი ქალი სალონიკის საავადმყოფოში მოკლეს და ცხედარი გადამალეს

8 დღიანი ძებნის შემდეგ საბერძნეთში გაუჩინარებული 36 წლის ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ის, სავარაუდოდ, მოკლულია. ბერძნული მედიის Thestival-ის ინფორმაციით, სალონიკში მოკლული ქალის ცხედარი ქალაქის გარეუბანში იპოვეს. ბერძენი სამართალდამცველები ამბობენ, რომ ქალი სალონიკის საავადმყოფოში მოკლეს და ცხედარი გადამალეს. მკვლელობაში ბრალდებულია 38 წლის ბერძენი ექიმი, რომელიც ათენში დააკავეს.
ეჭვიმტანილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საბერძნეთში საქართველოს საკონსულოც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკონსულოს ბერძენ სამართალდამცველებთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს.
დიანა ჩამჩიდი საბერძნეთში, სალონიკში მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა, მისი მშობლები კი ქობულეთში არიან. გარდაცვალების მიზეზებზე ოჯახი ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლთან გარდაცვლილის მამიდა ამბობს, რომ ქალი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც საავადმყოფოში სამედიცინო მომსახურების მისაღებად წავიდა.
36 წლის ქალის გაუჩინარების შესახებ მეუღლემ 27 აპრილს განაცხადა. მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეს ბერძენი პოლიციელები ეძებდნენ.