loader

მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ - მიზეზზე გუკა რჩეულიშვილი საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ - მიზეზზე გუკა რჩეულიშვილი საუბრობს

"ცენტრ პოინტის" საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ. ახალი ადვოკატების მიერ საქმის მასალების გაცნობის მიზნით, "ცენტრ პოინტის" საქმეზე დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის შუამდგომლობით გადაიდო. პროცესი 25 მაისს გაიმართება. გუკა რჩეულიშვილის ინფორმაციით, სასამართლო პროცესების პარალელურად მიმდინარეობს საპროცესო გარიგებაზე მუშაობა, თუმცა "პირობებზე ამ ეტაპზე საუბარი ზედმეტია". საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით კი, დაცვის მხარის მხრიდან მიმდინარეობს პროცესების გაჭიანურების მცდელობა. თუმცა, მისივე თქმით, საქმეს ბრალდება ბოლომდე მიიყვანს და ის დასრულდება ბრალდების გამარჯვებით.