loader

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი სერგეი ღლონტი (გუგა), რომელიც ოდესაში დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი სერგეი ღლონტი (გუგა), რომელიც ოდესაში დააკავეს

ოდესაში სამართალდამცველებმა "კრიმინალური ავტორიტეტი", ე.წ. კანონიერი ქურდი სერგეი ღლონტი, მეტსახელად "გუგა" დააკავეს. ამის შესახებ "ფეისბუქში" ეროვნული პოლიციის წარმომადგენელმა დიმიტრი გოლოვინმა დაწერა.

"დღეს დაკავებულია ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი სერგო "გუგა", რომელიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება და სავარაუდოდ, ზეიმში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა. ოდესა - ეს არ არის ქურდული შეკრებების ადგილი", - წერს გოლოვინი.

სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, ამ დროისთის მიმდინარეობს დამნაშავის დეპორტაციის საკითხზე მუშაობა. პოლიციის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ სერგეი ღლონტი, მეტსახელად "გუგა", დაბადებული 1971 წელს ე.წ. ავტორიტეტული "კანონიერი ქურდია". არაერთხელ არის ნასამართლევი, მათ შორის, საბუთების გაყალბების მუხლით, ნარკოტიკებთან დაკავშირებით და ა.შ. მისი "კორონაცია" 1995 წელს, მოსკოვის # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ე.წ. "ბუტირკაში" მოხდა.