loader

რა ხდება "300 არაგველზე, სადაც კვამლისა და მძაფრი სუნის გამო მგზავრები მატარებლიდან გაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება "300 არაგველზე, სადაც კვამლისა და მძაფრი სუნის გამო მგზავრები მატარებლიდან გაიყვანეს

მეტროს სადგურ "300 არაგველზე" მგზავრების შეშვება განახლდა. როგორც "პალიტრავიდეოს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებლის ერთ კონკრეტულ შემდგენლობას ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც მემანქანემ შემადგენლობის ჩიხში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რათა მომხდარიყო მისი ტექნიკური დათვალიერება. ამის გამო მოხდა მგზავრების მატარებლიდან გამოყვანა. ამ დროისთვის მეტროპოლიტენი მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობს.
"300 არაგველების" მეტროში მგზავრების შეშვება გარკვეული პერიოდით შეჩერებული იყო. "პალიტრავიდეოს" შემთხვევის ადგილიდან ერთ-ერთმა მგზავრმა შეატყობინა, რომ მატარებელი ბაქანზე იყო გაჩერებული და არ მიდიოდა, როდესაც მგზავრებმა კვამლი შენიშნეს. ასევე იყო მძაფრი სუნი, რის გამოც მათ ვაგონები დატოვეს.

ავტორი: ნიკა საჯაია