loader

"კვირის პალიტრის" ექსკლუზიური ინფორმაცია: რამ გამოიწვია დაპირისპირება ფარცხალაძესა და თორდიას შორის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კვირის პალიტრის" ექსკლუზიური ინფორმაცია: რამ გამოიწვია დაპირისპირება ფარცხალაძესა და თორდიას შორის?

გაზეთი "კვირის პალიტრა", წყაროზე დაყრდნობით, იმ მასალების შესახებ წერს, რომლის გამოც გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

გამოცემის ინფორმაციით, საქმე ვერეს ხეობაში არსებულ მიწის ნაკვეთს ეხება, რომლის სანაცვლოდ მერიამ კომპენსაციის სახით ვეძისში ორი მიწის ნაკვეთი გასცა.

საუბარია ქართულ-ებრაული კომპანიის სამიდან ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე, რომლის 74% ახალი მაგისტრალის გაყვანისას გზამ დაფარა. აღნიშნულმა კომპანიამ მერიისგან კომპენსაციის მოთხოვნა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო.