loader

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ჩაიშალა - რა ხდებოდა დღეს ფილარმონიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ჩაიშალა - რა ხდებოდა დღეს ფილარმონიაში

დიდ საკონცერტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს აღარ გაიმართება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დიდ საკონცერტო დარბაზში განვითარებული მოვლენების ფონზე, ის ვერ ხედავს შეხვედრის გაგრძელების აზრს.

მან კიდევ ერთხელ მიმართა იმ ადამიანებს, რომლებიც სტვენითა და შეძახილებით სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ცოდნის გზით სიარული ურჩია.

ამასთან, კობახიძის თქმით, ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არ არის.