X
ხმაური და დაპირისპირება საკრებულოს სხდომებზე ზუგდიდსა და ოზურგეთში
14:10 / 18-05-2017
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტების შერწყმის თაობაზე სამთავრობო კომისიის მიერ უწყებაში შეტანილი წერილი და მისი საკრებულოს სხდომაზე განხილვის მიზანშეწონილობა, ასევე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილების საკითხები განიხილა.

შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის საკითხის განხილვა მოსახლეობასთან კონსულტაციების გარეშე მიუღებელი აღმოჩნდა და საკუთარი აზრის დაფიქსირების შემდეგ ანა წითლიძემ სხდომა დატოვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებმაც კომისიის თავმჯდომარეს უთხრეს, რომ კომისიას აქვს უფლება, უარი თქვას საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანაზე, რადგან დოკუმენტაცია არასრულყოფილია, არ ჩატარებულა მოსახლეობასთან კონსულტაცია, რაც პირდაპირი ვალდებულებაა ხელისუფლების.

მესამე სექტორის საპასუხოდ კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომისიის უარის მიუხედავად, საკრებულოს შეუძლია, მაინც გაიტანოს საკითხი სხდომაზე განსახილველად, თუმცა დოკუმენტაციის სრულყოფილებაში ის პრობლემას ვერ ხედავს.

საბოლოოდ, იურიდიულ საკითხთა კომისიამ საკითხის უახლოეს სხდომაზე გატანის გადაწყვეტილება მიიღო.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"არაფერი არ მიცხოვრია, განადურებული ვარ" - რას ჰყვება 22 წლის ხაშურელი ქალი, რომელმაც ტყუპი გოგონა გააჩინა, შინ დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა
ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც კოსმოსში გამოფენა მოაწყო - ნახეთ უნიკალური ვიდეომასალა სტრატოსფეროდან
ჩხუბი და დასისხლიანებული მონაწილეები რუსულ არხზე - პოლიციამ სტუდიაშივე დააკავა მამაკაცი, რომელსაც 14 წლის გოგონას შეცდენას აბრალებენ
სროლის ვიდეო, რომელიც შაქრო კალაშოვის დაჭერის საფუძველი გახდა - როგორ ჩაცხრილეს "კანონიერი ქურდის" თანამზრახველები მოსკოვში (+18)