loader

"ჩვენ მოგვიწია თქვენი ატანა, თქვენც მოგიწევთ ჩემი ატანა" - სამტრედიაში აკაკი ბობოხიძის გამოსვლას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენ მოგვიწია თქვენი ატანა, თქვენც მოგიწევთ ჩემი ატანა" - სამტრედიაში აკაკი ბობოხიძის გამოსვლას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა

სამტრედიაში კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს დეპუტატ აკაკი ბობოხიძის გამოსვლას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა.

ბობოხიძემ გამოსვლისას აღნიშნა, რომ დამსწრე საზოგადოების უმეტესობა, რომელიც დღეს დარბაზშია წარმოდგენილი, საჯარო მოხელეები არიან და სწორედ ისინი უკრავენ ტაშს უმრავლესობის წევრებს სიტყვით გამოსვლისას

„ის ქალბატონი, რომელიც წეღან ყვიროდა დარბაზში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის რწმუნებულია. საჯარო მოხელე ასე არ უნდა დადიოდეს შეხვედრაზე და არ უნდა ყვიროდეს. როცა ამბობდით, რომ წინა ხელისუფლების დროს შეხვედრებზე მხოლოდ საჯარო მოხელეები იყვნენ, გადავხედოთ, რა ხდება დღეს. ყველა საჯარო სამსახურშია დასაქმებული“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მის ამ გამოსვლას დარბაზში შეძახილები და ყვირილი მოჰყვა.

საყოველთაო-სახალხო განხილვისას მოქალაქემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს მოუწოდა, დარბაზი დაეტოვებინათ.




ავტორი: ირაკლი აკობია