loader

ხმაური ბათუმის სასამართლოში - ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრი შეუძლოდ გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური ბათუმის სასამართლოში - ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახის წევრი შეუძლოდ გახდა

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესის დასრულებას ხმაური მოჰყვა. სხდომათა დარბაზში ერთ-ერთი ბრალდებულის მეუღლე დაკავებულთან გასაუბრებას ცდილობდა, თუმცა, მანდატურის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა.
სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი. ესენია: "სისხლის სამართლის კოდექსის" 225-ე მუხლი, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლი, რაც ითვალისწინებს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 2 ივნისს, 14:00 საათზე დანიშნა.

ავტორი: მარიკო კეკელიძე