loader

სტიქია ბაკურიანში: ძლიერმა ქარმა ასწლოვანი ხეები მოთხარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტიქია ბაკურიანში: ძლიერმა ქარმა ასწლოვანი ხეები მოთხარა

სტიქიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ბორჯომის გარეუბანში, თორის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა. ბაკურიანთან ახლოს, სოფელ ციხიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყიან ფართობს გრიგალმა გადაუარა. ადგილობრივების განცხადებით, ქარბორბალა დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ასწლოვანი ხეები ძირფესვიანად მოთხარა.

ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძე აცხადებს, რომ სატყეო დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ერთობლივად მოხდება განადგურებული ტყის მასივის შესწავლა.

ავტორი: ია თინიკაშვილი