loader

”ბავშვთა სამყაროში” დაზარალებულები ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ბავშვთა სამყაროში” დაზარალებულები ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვენ

მთავარ პროკურატურასთან "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აქციას მართავენ.
დაზარალებულებმა პროკურატურასთან აქციები რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ისინი "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზების სწრაფად გამოძიება ითხოვენ. დღეს კი აქცია მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის მოთხოვნით იმართება.
რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებთან მივიდა გენერალური ინსპექციის უფროსი, პროკურორი ზურაბ ბენდელიანი, რომელმაც დაზარალებულებს უთხრა, რომ მათ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შეხვდება.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ირაკლი შოთაძე ყველა მათგანს შეხვდეს და არა რამდენიმე დაზარალებულს.

ავტორი: მეგი ნარსავიძე