loader

როგორ ასუფთავებენ "დიდუბისა" და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას გარემოვაჭრეების გაყვანის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ასუფთავებენ "დიდუბისა" და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას გარემოვაჭრეების გაყვანის შემდეგ

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ "დიდუბისა" და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა ტერიტორია დაასუფთავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა დაგეგმილი ღონისძიების შესახებ გარემოვაჭრეები რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს.

თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ამით დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია.