loader

ხმაური დიდუბის ბაზარში - მოვაჭრეები გარემოვაჭრეებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური დიდუბის ბაზარში - მოვაჭრეები გარემოვაჭრეებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ

დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები გარემოვაჭრეებთან ერთად დიდუბის ბაზარში საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა თქმით, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო სივრცე ხელოვნურად გაყო ორმა მფლობელმა, გაყოფის შედეგად კი, ერთ-ერთი ბაზრის მოვაჭრეებს პრობლემები ექმნებათ როგორც უსაფრთხოების, ასევე საკუთარი პროდუქტის რეალიზების კუთხით.

მოვაჭრეები მოითხოვენ, ორ ბაზარს შორის არსებული გამყოფი ღობე მოიხსნას და მათ მიეცეთ საშუალება, ნორმალურად ივაჭრონ.

აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა ”დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა. მისი თქმით, გარემოვაჭრეები მზად არიან, შევიდნენ და ივაჭრონ ბაზრობის ტერიტორიაზე, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე არ არის ელემენტარული სამუშაო პირობები.


ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი