loader

როგორ ძარცვავენ მაღაზიას ბათუმში - სათვალთვალო კამერის კადრები, რომელიც ”პალიტრავიდეოს” თავად მეპატრონემ მიაწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ძარცვავენ მაღაზიას ბათუმში - სათვალთვალო კამერის კადრები, რომელიც ”პალიტრავიდეოს” თავად მეპატრონემ მიაწოდა

კადრები, რომელიც ”ამბები.გე”-ს და ”პალიტრავიდეოს” მოქალაქე ელზა მჟავანაძემ ინტერნეტით მოაწოდა, მისი რწმუნებით, ბათუმში მაღაზიის ძარცვას ასახავს. როგორც თავად ინტერმეტმოხმარებელი მჟავანაძე ირწმუნება, ეს მისი საკუთარი მაღაზიაა, რომელიც ბათუმში გამსახურდიას 18 ნომერში მდებარეობს. მისი მტკიცებით, მან სამართალდამცველებს უკვე მიმართა.
როგორც "პალიტრავიდეოს" შსს-ში განუცხადეს, საქმე აღძრულია 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. დადგენილია, სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს ინტესიური საგამოძიებო მოქმედებები. "პალიტრავიდეო" დაზარალებულ ელზა მჟავანაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება.