loader

ზალიკო უდუმაშვილის ჟესტი "რუსთავი 2"-დან გამოსვლისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზალიკო უდუმაშვილის ჟესტი "რუსთავი 2"-დან გამოსვლისას

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ში თათბირი დასრულდა. კომპანიის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა, ასევე, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
არსებული ინფორმაციით, არხის თანამშრომლებთან გამართულ თათბირს არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. ასევე, ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ არხზე მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან, მათ შორის, გენერალური დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, არხის ხელმძღვანელობის მხრიდან განცხადება, სავარაუდოდ, ხვალ, დღის მეორე ნახევარში გაკეთდება.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ში არხზე მომუშავე თანამშრომლებთან თათბირი საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.