loader

ძლიერ წვიმას მსხვერპლი მოჰყვა: მდინარე სურამულაში დაკარგული 43 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერ წვიმას მსხვერპლი მოჰყვა: მდინარე სურამულაში დაკარგული 43 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერთან, მდინარე სურამულაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შიდა ქართლის გუბერნიიდან აცნობეს, ცხედარი წუხელ ღამით დაახლოებით 2 საათზე იპოვეს.

სოფელ ნარბანის მცხოვრებ ვასილ ღონღაძეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერთან მაშველები და მოსახლეობა მდინარე სურამულაში ეძებდა. ღონღაძე მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც საძოვრიდან შინისაკენ პირუტყვი მიჰყავდა.