loader

პირველი კადრები აღმაშენებლის ხეივნიდან, სადაც სპეცრაზმი სპეცოპერაციას ატარებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები აღმაშენებლის ხეივნიდან, სადაც სპეცრაზმი სპეცოპერაციას ატარებს

აღმაშენებლის ხეივანში სამართალდამცველები, სავარაუდოდ, სპეცოპერაციას ატარებენ. დიდი დიღმის ტრასაზე, გლდანის გადასახვევთან, საავტომობილო გზის შუა ნაწილში ნიღბიან პირებს, სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს რამდენიმე მანქანა ჰყავთ გაჩერებული. ადგილზე იმყოფებიან ასევე სამართალდამცველების სხვადასხვა ეკიპაჟები. თუ რას უკავშირდება აღნიშნული ღონისძიება, სამართალდამცველები არ საუბრობენ.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დღევანდელი სპეცოპერაციის შედეგად 4 პირი დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა.

გამოძიება გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარერობს.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი