loader

მძიმე ავარია რუსთავში: 7 წლის გოგონამ ქუჩაზე გადაირბინა, რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე ავარია რუსთავში: 7 წლის გოგონამ ქუჩაზე გადაირბინა, რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა

რუსთავის მე-7 მიკრორაიონში მცირეწლოვანს მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, 7 წლის გოგონამ ქუჩაზე გადაირბინა, რა დროსაც მას ,,ოპელის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. მძღოლის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს გამოძიება.
კადრებს მომხდარის შესახებ "რუსთავი ინფო" ავრცელებს.