loader

1 გარდაცვლილი და 6 დაშავებული - საზარელი ავარია კახეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1 გარდაცვლილი და 6 დაშავებული - საზარელი ავარია კახეთში

1 გარდაცვლილი და 6 დაშავებული - ავტოავარია კახეთში მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ზინობიანში მოხდა. ერთმანეთს opel-ისა და BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ტაქსის ნიშნები ჰქონდათ და მგზავრები გადაჰყავდათ. ავარიის დროს ადგილზე გარდაიცვალა ერთი ქალი. დაშავებულები საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით მოათავსეს. მათგან ერთი მცირეწლოვანი, წლისა და 2 თვის ბავშვი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათი მდგომარეობა მძიმეა. ავტოავარია, სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია.