loader

რუსთავში მშობიარობის დროს 28 წლის ქალი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში მშობიარობის დროს 28 წლის ქალი გარდაიცვალა

რუსთავში, კლინიკა "რუსთავში" მშობიარობის დროს 28 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მშობიარე სამშობიაროში გამთნიისას მიიყვანეს. ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს, 28 წლის ქალი კი გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ავტორი: მარი ვარდოშვილი