loader

რა გელით ხვალ, თუ პეკინის ქუჩით იმგზავრებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გელით ხვალ, თუ პეკინის ქუჩით იმგზავრებთ

საბურთალოს გამგეობა მოსახლეობას მოუწოდებს, პეკინის ქუჩის გავლით გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. საცობები და შეფერხება იქნება, მაგრამ ვნახოთ, საპატრულო პოლიცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად განტვირთოს ნაკადები, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა, რომელიც პეკინის ქუჩის ცალმხრივად დაკეტვის გამო საბურთალოზე გართულებულ მოძრაობას გამოეხმაურა.

ლაშა აბაშიძის თქმით, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, პოლიციის ეკიპაჟები, ასევე თბილისის სატრანსპორტო სამსახური და მაქსიმალურად ცდილობენ მოძრაობის განტვირთვას.