loader

პატრიარქი მამალაძის ოჯახს შეხვდება - საპატრიარქოში დეკანოზის ოჯახის ულტიმატუმს აკრიტიკებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქი მამალაძის ოჯახს შეხვდება - საპატრიარქოში დეკანოზის ოჯახის ულტიმატუმს აკრიტიკებენ

პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს 21 ივნისს, 13:00 საათზე შეხვდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

"უნდა ვთქვათ, რომ მათი მხრიდან ასეთი კადნიერი და ულტიმატუმების ენით საუბარი ძალიან არაკორექტულია. მადლობა მინდა ვუთხრა მის უწმინდესობას, რომ მიუხედავად ამისა, მან მაინც გადაწყვიტა შეხვდეს ამ ოჯახის წევრებს. ეს შეთანხმება მივიღეთ დღეს საპატრიარქოში. მისმა უწმინდესობამ გადაწყვიტა ასე", - განაცხადა მამა მიქაელმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრის მოთხოვნით თბილისში ჩამოსვლასა და "საპატრიარქოსთან განთავსებას" გეგმავდა.

"დავდგებით, ვიდრე არ მიგვიღებენ. დღეს ვადროვებთ მათ. თუ არ დაგვირეკავენ და თუ არ შეგვითანხმდებიან კონკრეტულ დღესთან დაკავშირებით, მაშინ ხვალ ან ზეგ უკვე უკიდურეს ზომას მივმართავთ. საპატრიარქოსთან მამაოს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დავდგებით მანამ, სანამ არ მიგვიღებენ. ოჯახში 10 ადამიანი ვართ. დაპირებები არის ყოველდღე, მაგრამ კონკრეტული დღე რომ მოვა, იმ დღეს დამირეკავენ და მეუბნებიან, რომ პატრიარქი ან შეუძლოდ არის, ან სხვაგან მიდის", - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.