loader

"კარებს რომ აღებდა, მაშინ დაადგნენ, ის იქვე ჩატენეს " - კადრები ქუთაისიდან, სადაც ინკასაციის მანქანა გაიტაცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარებს რომ აღებდა, მაშინ დაადგნენ, ის იქვე ჩატენეს " - კადრები ქუთაისიდან, სადაც ინკასაციის მანქანა გაიტაცეს

ქუთაისში ნიღბიანმა პირებმა ინკასაციის მანქანა გაიტაცეს. ცოტა ხნის წინ ქუთაისში, ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ყაჩაღობა მოხდა. 26 მაისის ქუჩაზე ჯერჯერობით დაუდგენელი პირები თავს საინკასაციო მანქანას დაესხნენ. ინკასაციას სამი ადამიანი ატარებდა. ჩასარიცხი აპარატიდან ფულის ამოღების შემდეგ ისინი მანქანაში ჩასხდნენ, რის შემდეგაც ნიღბიანებმა მანქანიდან გადმოსვეს და მანქანა გაიტაცეს.
პოლიციამ მანქანას ცხელ კვალზე უკვე მიაკვლია, თუმცა დაკავებულების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.
საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.