loader

რა ხდება თბილისში ამ წუთებში - მეტეოროლოგები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება თბილისში ამ წუთებში - მეტეოროლოგები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 19 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდა. როგორც Ambebi.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, არამდგრადი ამინდები 22 ივნისის ჩათვლით იქნება.

"19 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 22 ივნისის ჩათვლით საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ელჭექის დროს ზოგან ქარის შკვალური გაძლიერება. საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება" - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

მისი ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 23 ივნისიდან გამოიდარებს.

ასევე იხილეთ:

გამაოგნებელი კადრი თბილისის ქუჩიდან: თავსხმა წვიმაში ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ