loader

ხმაური ბათუმის სასამართლოში: ირაკლი ჩხვირკიას დედა მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური ბათუმის სასამართლოში: ირაკლი ჩხვირკიას დედა მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების საქმის განხილვისას პროკურორების განცხადებას ხმაური მოჰყვა. პროკურორ რამაზ შავაძის განცხადებით, ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის რეგისტრირებული და გათავისუფლების შემთხვევაში შესაძლებელია იგი აღნიშნულ ტერიტორიაზე მიიმალოს და გამოძიებასთან არ ითანამშრომლოს.

პროკურორის ამ განცხადებას თავად ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ გადავა, რადგან იქ სიკვდილი ემუქრება.

პროცესზე ჩხვირკიას დედამ სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ამას ბრალდებულის დედის უკმაყოფილება და ხმამაღალი შეძახილები მოჰყვა, რის შემდეგაც მოსამართლემ ის დარბაზიდან გააძევა.

ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულების, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი თითქმის შვიდი საათია მიმდინარეობს.

ავტორი: მარიკო კეკელიძე