loader

როდიდან ევალებათ მიკროავტობუსების მძღოლებს კონდიციონერის ჩართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდიდან ევალებათ მიკროავტობუსების მძღოლებს კონდიციონერის ჩართვა

"თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლებს 1-ლი ივლისიდან კონდიციონერის ჩართვას ავალდებულებს. კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლებს 1-ლი ივლისიდან მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნას და გასაგრილებელი მოწყობილობის ჩართვას ავალდებულებს.

"თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციით, კომპანიამ ზაფხულის დადგომამდე სამარშრუტო ტაქსებში გასაგრილებელ საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრა და ამ დროისათვის დედაქალაქის მასშტაბით ყველა მიკროავტობუსში მუშაობს კონდიციონერი. გარდა ამისა, კომპანია ითვალისწინებს მძღოლების ინტერესებსაც და სეზონურად შეუმცირებს ყოველდღიურ გადასახდელს.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მიმართავს მგზავრებს და მოუწოდებს, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე - 2 200 340.